• 25-04-2024
    მამარდა “ვალენსიაში” დარჩება? - გიორგის შესაძლო მომავალი ცნობილია
    მამარდა “ვალენსიაში” დარჩება? - გიორგის შესაძლო მომავალი ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია.

    ქართველ კარის დარაჯის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 12 მშრალად შენახული კარია.

    გავლენიანი ესპანური სააგენტოს, Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” დარჩენას არ გამორიცხავს.

    ესპანური გამოცემის თანახმად, გიორგის რომელიმე ევროტურნირზე თამაში სურს, შესაბამისად, ქართველი მეკარე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადავა.

    “ვალენსიას” წარმატებული სვლიდან და პროგრესიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ “ღამურები” რომელიმე ევროტურნირზე მოხვდნენ.

    თუ დამაკმაყოფილებელი შემოთავაზება არ გამოჩნდა, მამარდაშვილი “ვალენსიაში” დარჩენასაც არ გამორიცხავს.

    ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt გიორგი მამარდაშვილს 35 მილიო ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები