• 25-04-2024
    კვირის საუკეთესო მოთამაშე! - კვიპროსში ქვილითაია გამოარჩიეს
    კვირის საუკეთესო მოთამაშე! - კვიპროსში ქვილითაია გამოარჩიეს

    როგორც მოგეხსენებათ, კვიპროსის ჩემპიონატის პლეი-ოფის მე-8 ტურის შეხვედრაში აპოელ-მა შინ “არისი” მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და აპოელ-ის თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

    გავლენიანმა გამოცემა Stoiximan-მა გიორგი ქვილითაიას კვირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა.

    ცნობისთვის, გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში 8 გოლის გატანა შეძლო.


    Facebook კომენტარები