• 25-04-2024
    მაგუაიერის სარეკორდო გოლი - "იუნაიტედი" ხუთეულს მიუახლოვდა
    მაგუაიერის სარეკორდო გოლი - "იუნაიტედი" ხუთეულს მიუახლოვდა

    ჩვენ გასულ ტურში ვიხილეთ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "შეფილდ იუნაიტედს" შორის გამართული საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო მატჩი, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" შედგა. 

    ამ კონკრეტულ მატჩში, "წითელი ეშმაკების" ცენტრალურმა მცველმა, ჰარი მაგუაიერმა, პირველ ტაიმში გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა და იუნაიტედი თამაშში დააბრუნა. 

    რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგუაიერის ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა. კერძოდ, ინგლისელის გოლი ამ სეზონში პრემიერ ლიგის რიგით 1085-ე იყო, რომლითაც ლიგის 20 გუნდიანი სეზონების ისტორიაში, ჩემპიონატში ყველაზე მეტი გატანილი გოლის რეკორდი დამყარდა. 

    შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით, ანგარიშით 4-2 დასრულდა, რითაც კლუბმა დიდი ნაბიჯი გადადგა ხუთეულში შესვლისაკენ, მათ ამ ეტაპისთვის ცხრილის მე-6 ადგილს იკავებენ და მე-5 ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" 6 ქულით ჩამორჩებიან.

    Facebook კომენტარები