• 25-04-2024
    "ისინი ოქროს ბურთს იმსახურებენ" - ანჩელოტიმ 2 ფეხბურთელი გამოარჩია
    "ისინი ოქროს ბურთს იმსახურებენ" - ანჩელოტიმ 2 ფეხბურთელი გამოარჩია

    კარლო ანჩელოტის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ ვინ იმსახურებს წელს ოქროს ბურთს, რაზეც იტალიელის პასუხმა ოთახში მყოფი ჟურნალისტების სიცილი გამოიცვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც თუ ისე მოულოდნელი იყო.

    "ოქროს ბურთი წელს ბელინგემსა და ვინისიუსს უნდა გადასცეთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.

    რთულია ჟურნალისტების სიცილის მიზეზი იპოვო, როცა ყველაფერზე სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ორის თამაშის ხარისხზე მიმდინარე სეზონში. გარდა იმისა, რომ გუნდი საოცარ ფორმაშია, ბელინგემი და ვინისიუსი მადრიდის "რეალის" რიგების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავები არიან და ფენომენალურ სეზონსაც ატარებენ.

    ბელინგემს ანგარიშზე 21, ხოლო ვინისიუსს 19 გოლი აქვს, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი ნახევარმცველია.

    იმის გათვალისწინებით, რომ "რეალმა" ლა ლიგა თითქმის უკვე გაინაღდა, ალბათ ამ ორს შორის ფავორიტს ზაფხულში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა გამოავლენს, მანამდე კი მათ წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და "მიუნხენის ბაიერნი" ელოდებათ.

    Facebook კომენტარები