• 25-04-2024
    "რეალს" ვერავინ შეისყიდის - პერესმა ახალი გეგმა შეადგინა
    "რეალს" ვერავინ შეისყიდის - პერესმა ახალი გეგმა შეადგინა

    გამოცემა El Confidential-ის ცნობით, მადრიდის "რეალში" საკუთრების უფლების რესტრუქტურიზაციაა დაგეგმილი.

    ეს უპირველესად ეხება "თეთრების" ინტერესებს, რომ არ მოხდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა თუ შეერთებული შტატების მსხვილი კონპანიების მიერ კლუბის შეძენა. ამ ცვლილებებს ასევე შეუძლია კლუბი უეფასა და ფიფას სანქციებისგან დაიცვას.

    მადრიდის "რეალი" განიხილავს არსებული სტრუქტურის შეცვლას აქციონერთა პრივილეგიებით კორექტირებით ან ისეთი საბაზრო ლიმიტის დაწესებას კლუბზე, როგორიცაა 49,9, პროცენტი ერთ დღეში. ეს საშუალებას მისცემს სამეფო კლუბს დაცული იყვნენ უცხოელი ინვესტორების მიერ მათი შესყიდვისგან ზუსტად ისე, როგორც ბუნდესლიგის კლუბების შემთხვევაშია.

    მოგეხსენებათ, კლუბი ამჟამად სრულიად გულშემატკივრის საკუთრებაა. ახალი მფლობელობის სტრუქტურა კი მათ წევრობას აქციებად გარდაქმნის. თუ მომავალში რაიმე სახის ფინანსური პრობლემა შეიქმნება, "თეთრები" უბრალოდ გაყიდიან აქციების 49.9 პროცენტს, რათა თავი დააღწიონ გაკოტრებას მაშინ, როცა კლუბი ძირითადად გულშემატკივრების მფლობელობაში იქნება.

    კლუბი ამ იდეის წარდგენას მომავალ წევრთა შეკრებაზე გეგმავს, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ივარაუდება, რომ გეგმას ფართო მხარდაჭერა ექნება კლუბის მეწილეთა მხრიდან.

    Facebook კომენტარები