• 25-04-2024
    ვიქტორ ოსიმენის მომავალი კლუბი ცნობილი გახდა - დიდი ნეაპოლური ისტორია დასრულდა
    ვიქტორ ოსიმენის მომავალი კლუბი ცნობილი გახდა - დიდი ნეაპოლური ისტორია დასრულდა

    ცნობილი იტალიური გამოცემა "ll Matino" "ნაპოლის" შემტევზე, ვიქტორ ოსიმენზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, ნიგერიელი ფეხბურთელი ახლოსაა, რომ კარიერა "პარის სენ-ჟერმენში" გააგრძელოს.

    როგორც იწერება, "პარტენოპეი" პარიზული გრანდისგან 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვიქტორს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები