• 27-04-2024
    "ეჭვგარეშეა, რომ..." - ანჩელოტიმ გიულერის მომავალზე ისაუბრა
    "ეჭვგარეშეა, რომ..." - ანჩელოტიმ გიულერის მომავალზე ისაუბრა

    კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" ამომავალი ვარსკვლავი, არდა გიულერი, მომავალ სეზონში კლუბში დარჩება, მიუხედავად მისი "მილანთან" დაკავშკრებისა.

    პარასკევს იტალიელმა ჟურნალისტებს განუცხადა: "ეჭვგარეშეა, რომ ის მომავალ წელს აქ დარჩება. არდა მშვენიერი იყო, იბრძოლა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ის ძალიან ახალგაზრდაა და ამ ეტაპზე დიდი დრო არ ეძლევა მოედანზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ის კლუბში როლს მიიღებს."

    გიულერის მცირე სათამაშო დროის გამო, მედია პლატფორმებზე აქტიურად იწერებოდა მისი დორტმუნდის "ბორუსიასთან", ლევერკუზენის "ბაიერთან" და სხვა კლუბებთან კავშირის შესახებ, თუმცა ის მადრიდში ყოფნით უკმაყოფილო სულაც არ ჩანს. მან პარასკევს მადრიდის ვებსაიტთს კლუბში რიგით მეორე გოლის გატანის შემდეგ განუცხადა: "ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მათი სახელით გოლის გატანა საოცარი შეგრძნებაა. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და მომწონს, როცა კლუბს ვეხმარები, ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი."

    შეგახსენებთ, რომ "თეთრებმა" თურქი ტალანტი "ფენერბახჩედან" გასულ ზაფხულს 25.4 მილიონ ფუნტად გაიფორმეს. 19 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში "რეალის მაისურით სულ რაღაც 8 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული (ჯამში 166 წუთი მოედანზე). გუნდთან კონტრაქტი კი მას 2029 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები