• 27-04-2024
    "ბაიერნში" სერიოზული დანაკლისია - გუნდს "რეალთან" ძირითადის რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება
    "ბაიერნში" სერიოზული დანაკლისია - გუნდს "რეალთან" ძირითადის რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება


    ჯამალ მუსიალა, მატის დე ლიხტი და კონრად ლაიმერი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სავარაუდოდ მიუნხენის "ბაიერნს" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის პირველ მატჩში ვერ დაეხმარებიან.

    მას შემდეგ, რაც გუნდმა ფრანკფურტის "აინტრახტი" სახლში ანგარიშით 2-1 დაამარცხა, გავრცელდა ინფორმაცია ამ ფეხბურთელების სერიოზული დაზიანების შესახებ, რაც ტუხელს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

    ცნობილია, რომ გუნდს ვერ დაეხმარება კინგსლი კომანი და რამდენიმე სათადარიგო მოთამაშე. ასევე საეჭვოა ლეროი სანეს ბოლომდე გამოჯანმრთელების საკითხიც. ეს ცხადია მიუნხენის ბაიერნისთვის კოლოსალური დანაკლისია ვინაიდან, ტრავმირებულთა უმრავლესობა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

    ფაქტობრივად, "რეკორდმაისტერს" მოუწევს "ალიანს არენაზე"  რესურსების ზღვარზე გამოვიდეს და სუპერ ფორმაში მყოფ "ბლანკოსს" დაუპირისპირდეს, რომლებსაც, თავის მხრივ, დავიდ ალაბა და ტიბო კურტუა დააკლდებათ.

    შეგახსენებთ, რომ მატჩი სამშაბათს, 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები