• 28-04-2024
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “ლილის” წინააღმდეგ
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “ლილის” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში “მეცმა” შინ “ლილი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

    “მეცის” მხრიდან შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი 23 წლის ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გახდა.

    გავლენიანმა გამოცემა, Sofascore-მა მიქაუტაძის თამაში 6.7 ქულით შეაფასა, რაც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები