• 28-04-2024
    მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო! - რა შეფასება დაიმსახურა კვარამ "რომას" წინააღმდეგ
    მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო! - რა შეფასება დაიმსახურა კვარამ "რომას" წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 34-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ "რომას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. გუნდებმა მნიშვნელოვანი ქულები გაიყვეს.

    კვარამ მოედანზე 86 წუთი დაჰყო, ამ დროის განმავლობაში მან არაერთი კარგი მომენტი შემოგვთავაზა და რაც ყველაზე მთავარია 84-ე წუთზე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა გოლად აქცია, თუმცა გუნდმა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო.

    საბოლოო ჯამში ქართველ ვიგნერს კარგი მატჩი გამოუვიდა.

    ტრადიციულად "Sofascore"-მა მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები შეაფასა.

    ხვიჩამ მათგან 7,9 ქულა დაიმსახურა, რაც "ნაპოლის" რიგებში ოსიმენის შემდეგ (8,0) საუკეთესო შედეგია.

    ცნობისთის, ნეაპოლელები შემდეგ მატჩს 6 მაისს სტუმრად "უდინეზესთან" გამართავენ.

    Facebook კომენტარები