• 28-04-2024
    "კვარას გარეშე მიტოვებულ პიცერიას ვგავართ..." - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ფანები "რომასთან" მატჩს
    "კვარას გარეშე მიტოვებულ პიცერიას ვგავართ..." - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ფანები "რომასთან" მატჩს

    იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში "ნაპოლიმ" "რომას" "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

    მოედანზე უდაოდ გამორჩეული ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც გუნდს პენალტი მოუპოვა, თუმცა მათ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს.

    ქართველის კარგ თამაშს სოციალურ მედიაში ნეაპოლელი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ:

    "ეს ბიჭი კიდევ დიდხანს უნდა ვაწამოთ? თუ განვითარება უნდა ახალი გუნდი უნდა მონახოს"

    "კვარადონას მხარს არცერთი არ უბამს"

    "მარტოდმარტო ცდილობს გუნდის თრევას, თითქოს ურემშია შებმული"

    "კვარას გარეშე მიტოვებულ პიცერიას ვგავართ, გავიდა და გოლიც გაგვიტანეს"

    "ხვიჩა ადამიანია და არა გადამზიდი გემი! სხვები უნდა გამოცოცხლდნენ"

    "რა სჭირს ოსიმენს? რატომ შეატოვა კვარა მაარტო? მის დონეზე ვერ არის"

    "ფერმწერი საქართველოდან, მას უნდა გავუფრთხილდეთ"

    Facebook კომენტარები