• 29-04-2024
    "ამ მატჩში ფავორიტი ეს გუნდია" - მათეუსმა თავისი რჩეული დაასახელა
    "ამ მატჩში ფავორიტი ეს გუნდია" - მათეუსმა თავისი რჩეული დაასახელა

    "ამ მატჩში მცირედი ფავორიტი "ბაიერნია", "რეალს" გაუმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი (მანჩესტერ სიტი) დაამარცხა" - განუცხადა sky-ს ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა. 

    "გავიგე, რომ "ბაიერნის" გასახდელში იმაზე უკეთესი განწყობაა, ვიდრე ეს ბოლო თვეების განმავლობაში იყო. ტუხელსა და ფეხბურთელებს ერთმანეთი უყვართ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ იყო." განაცხადა გერმანელმა. 

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შანსები ნამდვილად თანაბარია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთმანეთს მსოფლიოს ორი უდიდესი კლუბი ხვდება და თანაც ისეთ მოედნებზე, როგორიც "ალიანს არენა" და "სანტიაგო ბერნაბეუა". 

    შეგახსენებთ, რომ მატჩი მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს შორის" 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება .

    Facebook კომენტარები