• 30-04-2024
    ბრწყინვალე მიღწევა! - მიქაუტაძე ლიგა 1-ის 5 საუკეთესო მეგოლეებს შორისაა
    ბრწყინვალე მიღწევა! - მიქაუტაძე ლიგა 1-ის 5 საუკეთესო მეგოლეებს შორისაა

    როგორც მოგეხსენებათ, საქაფთველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია.

    გიორგიმ ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში “ლილის” კარი აიღო. შესაბამისად, 23 წლის ქართველ თავდამსხმელს 11 გოლი დაუგროვდა.

    აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ამ შედეგით ლიგა 1-ის საუკეთესო 5 ბომბარდირს შორის მოხვდა.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში 11 გოლის გატანა მხოლოდ და მხოლოდ 17 შეხვედრაში შეძლო.

    Facebook კომენტარები