• 30-04-2024
    “შეუმჩნეველი იყო” - ფრანგმა ჟურნალისტმა ზურიკო გააკრიტიკა
    “შეუმჩნეველი იყო” - ფრანგმა ჟურნალისტმა ზურიკო გააკრიტიკა

    რიგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურის შეხვედრაში “ბორდომ” შინ “ლავალი” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

    მატჩის შემდეგ L’equipe-ს ჟურნალისტმა, მატიე დოსევმა ”ბორდოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურიკო დავითაშვილი გააკრიტიკა:

    “ბორდოს რიგებს არაერთი ისეთი მოთამაშე იცავს, რომელთაც გაკრიტიკებასაც აზრი არ აქვს. იგივეს ვერ ვიტყოდი ორ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილსა და ალექსი პიტუზე. ისინი ჟირონდელთა ლიდერები არიან და საკუთარ თავზე ბევრს იღებენ. ამის საწინააღმდეგოდ ლავალის წინააღმდეგ შეუმჩენეველი ალექსი და ზურიკო ვიხილეთ, მე ვიცი რომ მათ მეტი შეუძლიათ”. - განაცხადა დოსევმა.

    ცნობისთვის, დავითაშვილმა ბოლო 6 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები