• 30-04-2024
    “დაუჯერებლად თამაშობს” - ჰატჩისონმა “ლივერპულს” კვარაცხელიას შეძენა ურჩია
    “დაუჯერებლად თამაშობს” - ჰატჩისონმა “ლივერპულს” კვარაცხელიას შეძენა ურჩია

    “ლივერპულის” ლეგენდარულმა მოთამაშემ, დონ ჰატჩისონმა Walk On-თან ინტერვიუს დროს მერსისაიდელებს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩია:

    “იტალიაში ბევრი საოცარი ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება. რაფაელ ლეაუ მილანში დაუჯერებლად თამაშობს, იგივეს თქმა შემიძლია კვარაცხელიაზეც. ასევე ბრწყინვალეა ოსიმენიც. იტალიაში არიან მოთამაშეები, რომლებსაც ლივერპულის გაძლიერების პერსპექტივა აქვთ. მაგრამ მათი ყიდვა დიდ თანხას მოითხოვს. გააჩნია რისი რესურსი და სურვილი აქვს ლივერპულს”. - განაცხადა ჰატჩისონმა.

    ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები