• 30-04-2024
    დიდი ხნის შემდეგ! - ლევანდოვსკიმ ეტო’ოს მიღწევა გაიმეორა
    დიდი ხნის შემდეგ! - ლევანდოვსკიმ ეტო’ოს მიღწევა გაიმეორა

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში შინ “ვალენსია” მიიღო და ანგარიშით 4:2 იმარჯვა.

    აღნიშნულ შეხვედრაში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

    ამავდროულად, რობერტმა 2 გოლის გატანა თავით შეძლო. საგულისხმოა, რომ მსგავსი შემთხვევა “ბარსელონას” ფეხბურთელის მხრიდან ბოლოს 2005 წელს დაფიქსირდა, როდესაც სამუელ ეტო’ომ შეძლო თავური დუბლის გატანა.

    ცნობისთვის, ლევანდოვსკის ლა ლიგაში 16 გოლი დაუგროვდა.

    Facebook კომენტარები