• 30-04-2024
    კიტეიშვილი სერბულ გრანდში? - მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება
    კიტეიშვილი სერბულ გრანდში? - მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება

    როგორც მოგეხსენებათ, ოთარ კიტეიშვილი ბოლო დროს ჩინებულ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი “შტურმის” უპირობო ლიდერია და მისი წყალობით თავისი გუნდი ავსტრიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.

    Mozzart Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიტეიშვილის შეძენა “ცრვენა ზვეზდას” სურს.

    სერბეთის მოქმედი ჩემპიონი კიტეიშვილის თამაშით მოხიბლულია და მისი გადაბირება სურს.

    საგულისხმოა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიტეიშვილის შეძენა “მეცს” სურდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

    ცნობისთვის, ოთარს გრაცულ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

    Facebook კომენტარები