• 30-04-2024
    “ბარსელონა” ხავი სიმონსს უმიზნებს
    “ბარსელონა” ხავი სიმონსს უმიზნებს

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ხავი სიმონსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხოსე ალვარეს ჰაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”ბარსელონა” მზად არის, რომ სიმონსის სანაცვლოდ შეთავაზება გააკეთოს.

    ჩავი ერნანდესი სიმონსს თავისი პროექტის ნაწილად მიიჩნევს და მისი ტრანსფერი პრიორიტეტულია.

    ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 შედვედრაში 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები