• 30-04-2024
    “დომენიკი მამარდაშვილი არ არის” - AS-მა გიორგის სტატია მიუძღვნა
    “დომენიკი მამარდაშვილი არ არის” - AS-მა გიორგის სტატია მიუძღვნა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში შინ “ვალენსია” მიიღო და ანგარიშით 4:2 იმარჯვა.

    პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო მთავარმა მსაჯმა გიორგი მამარდაშვილი მოედნიდან გააძევა.

    გავლენიანმა სპორტულმა სააგენტომ, Diario AS-მა მამარდაშვილი დაიცვა:

    “მამარდაშვილი მოედნიდან ტაიმის მიწურულს გააძევეს, იქამდე კი ბრწყინვალე თამაშს ატარებდა.

    ხაუმე დომენიკი გიორგი მამარდაშვილი არ არის. ის გიორგის გაძევების შემდეგ შემოვიდა მოედანზე და თამაში არ გამოუვიდა. ბარსელონას მესამე და მეოთხე გოლების ეპიზოდში აშკარა შეცდომა დაუშვა”. - წერია სტატიაში.

    Facebook კომენტარები