• 01-05-2024
    იან მაატსენი “დორტმუნდში” რჩება
    იან მაატსენი “დორტმუნდში” რჩება

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იან მაატსენის შეძენით არაერთი გუნდი ინტერესდებოდა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაატსენს “დორტმუნდში” დარჩენა სურს.

    “დიახ, ჩვენ აქ დარჩენაზე ვმუშაობთ. ჩელსისთან მოლაპარაკებებს აღარ ვაწარმოებთ, უფროსობის შეცვლის შემდეგ. - განაცხადა მაატსენის მამამ.

    ცნობისთვის, მაატსენმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები