• 04-05-2024
    "ექიმს ვუთხარი გიჟი ხომ არ ხარ? რა უნდა გავაგრძელო თქო" - ჩაკვემ ნაკრებში ჩამოსვლამდე მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა
    "ექიმს ვუთხარი გიჟი ხომ არ ხარ? რა უნდა გავაგრძელო თქო" - ჩაკვემ ნაკრებში ჩამოსვლამდე მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა

    საქართველოს ნაკრების 21 და 26 მარტის გამარჯვებებში "ვოტფორდის" ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვატაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა ნაკრებში ჩამოსვლამდე 1 კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ტრავმირებული იყო.

    ამ ტრავმამ ყველა შეგვაშფოთა, თუმცა საბედნიეროდ სერიოზული არ აღმოჩნდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა.

    გიორგიმ ამ მცირე ტრავმის შესახებ "Geo Team"-თან ინტერვიუში ისაუბრა და ექიმთან საუბარი გაიხსენა:

    "ძალიან ვინერვულე, ტრავმის ეპიზოდში ისეთი დიდი ტკივილი ვიგრძენი, რომ საქმე სერიოზულად მეგონა, ექიმს ყოველ 15 წუთში ვწერდი, მეუბნებოდა მოიცადე ცოტა ხანსო"

    "დაახლებით მე-40 წუთზე მომივიდა და ის 5 წუთი გავაგრძელე კოჭლობით, ძლივს დავდიოდი. გასახდელში შევედი თუ არა ბუცი გავიხადე, თან მეფიქრებოდა ნაკრებში წამოსვლაზე, შეიძლება გააგრძელო მაგრამ მაინც იმაზე ფიქრობ, არ გაუარესდეს"

    "გასახდელში, რომ ჩავედი მოდის ექიმი და მეუბნება ამ ღრუბელს ჩაგიფენ და გააგრძელე თამაშიო, მეთქი შენ გიჟი ხომ არ ხარ რაუნდა გავაგრძელო, ესეთი მნიშვნელოვანი თამაში მელოდება წინ. საბოლოოდ არ აღმოჩნდა არაფერი საგანგაშო", - თქვა ჩაკვემ ინტერვიუში.

    Facebook კომენტარები