• 04-05-2024
    "ნაპოლიში" კონტე გამოირიცხა, დე ლაურენტისს ფავორტი ჰყავს - მოლაპარაკებები დაწყებულია
    "ნაპოლიში" კონტე გამოირიცხა, დე ლაურენტისს ფავორტი ჰყავს - მოლაპარაკებები დაწყებულია

    როგორც მოგეხსენებთ, აურელიო დე ლაურენტისი "ნაპოლისთვის" ახალ მწვრთნელს ეძებს, მას სურს, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდში ახალი ძალა მოვიდეს.

    მედიაში ანტონიო კონტეს კანდიდატურის შესახებ ხშირად იწერებოდა, თუმცა როგორც "Skysports" იუწყება მხარეებს შორის მოლაპარაკება საბოლოოდ ჩიაშალა.

    იტალიელ სპეციალისტს ინგლისში სურს დაბრუნება, კერძოდ კი ის შეთავაზებას ლონდონის "ჩეელსიდან" ელოდება.

    წყაროს ინფორმაციით, დე ლაურენტისის ახალი ფავორიტი "მილანის" ამჟამინდელი თავკაცი, სტეფანო პიოლია, რომელიც მილანურ გრანდში ბოლო სეზონს ატარებს.

    ასევე ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ვინჩენცო იტალიანოსთან მიმდინარეობს, თუმცა აურელიო მასთან არ ჩქარობს, მისი ფავორიტი სწორედ სტეფანო პიოლია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ პიოლის "როსონერი" სერია ა-ში მე-2 პოზიციას იკავებს, ევროტურნირებს კი მეოთხედფინალში გამოეთიშა.

    Facebook კომენტარები