• 04-05-2024
    გადაწყვეტილება მიღებულია - დაბრუნდება თუ არა სანჩო ინგლისში
    გადაწყვეტილება მიღებულია - დაბრუნდება თუ არა სანჩო ინგლისში

    Sky Sport Germany-ს ჟურნალისტ პატრიკ ბერგერის ცნობით, ჯეიდონ სანჩომ უკვე გადაწყვიტა "დორტმუნდის ბორუსიაში" დარჩეს.

    მოგეხსენებათ, სანჩო ერიკ ტენ ჰაგმა "დორტმუნდში" ნახევარი წლით იჯარის წესით გაანათხოვრა, სადაც ინგლისელი ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა.

    როგორც ცნობილი გახდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიდერლანდელი სპეციალისტი "წითელ ეშმაკებს" სეზონის დასასრულს დატოვებს, ინგლისელი ვინგერი მანჩესტერში მაინც არ დაბრუნდება.

    რა თქმა უნდა, "იუნაიტედი" სრულიად ვერ დაიბრუნებს იმ 73 მილიონ ფუნტს, რომელიც 2020 წელს ინგლისელში გადაიხადეს, თუმცა მისი გაყიდვით ისინი გუნდიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის ადგილს გაათავისუფლებენ, ვინაიდან სანჩო კვირაში დაახლოებით 300 000 ფუნტს იღებს.

    შეგახსენებთ, რომ სანჩოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტია.

    Facebook კომენტარები