

"ნაპოლისა" და ბერგამოს "ატალანტას" მატჩის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"კვარაცხელიას ერთი-ერთზე თამაშის დროს განსაკუთრებული თვისება აქვს. თუ მას ზურგს შეაქცევ, მკვდარი ხარ. იგი თითქმის ყველა მცველს აწუხებს და უქმნის პრობლემებს.
"ატალანტამ" ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენი გუნდისთვის გოლების გატანა და ამ მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფეხბურთელებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და გამარჯვება დაიმსახურეს.
"კიმი საოცარი ფეხბურთელია და ჩემთვის ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველია. იგი თავს კარგად გრძნობს.
"როდესაც ისეთი ფეხბურთელები გვყავს, როგორიც ანგისა, ლობოტკა და დი ლორენცო არიან, ყველაფერი უფრო მარტივია. ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ შემტევ, თანამედროვე ფეხბურთს ვთამაშობთ, ვინარჩუნებთ ბურთს, მაშინაც კი, როცა მეტოქე პრესინგს მიმართავს", - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეიმ" ამ გამარჯვებით სერია ა-ში 68 ქულა დააგროვა.