• 04-05-2024
    ოლმო თუ უილიამსი? - რომელი ფეხბურთელის შეძენა სურს “ბარსელონას”
    ოლმო თუ უილიამსი? - რომელი ფეხბურთელის შეძენა სურს “ბარსელონას”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელის შეძენა სურს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” პრიორიტეტი ნიკო უილიამსის დამატება გახლავთ.

    მართალია, დანი ოლმო კატალონიურ გრანდში დაბრუნებაზე ოცნებობს, თუმცა “ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის” უილიამსის ტრანსფერი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ნიკო უილიამსს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები