გამოცემა MARCA იუწყება, რომ ნაჩო ფერნანდესმა სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა. "ბლანკოსის" კაპიტანმა განაცხადა, რომ შემდეგი დანიშნულების ადგილი უკვე შერჩეული აქვს და ეს MLS-ია.
ესპანელს ამ მომენტისთვის არაერთი ფინანსურად მიმზიდველი შეთავაზება აქვს სხვადასხვა კლუბებისგან, თუმცა ნაჩოს მთავარი სამიზნე აშშ და ახალი გამოწვევებია.
როგორც MARCA-მ განაცხადა, ესპანელი ამ იდეას წინა სეზონის განმავლობაშიც აქტიურად განიხილავდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს იყო კლუბის დატოვებასთან, საბოლოოდ გადაიფიქრა და კიდევ ერთი სეზონით ესპანეთში დარჩენა არჩია.
შეგახსენებთ, რომ სანამ ნაჩო კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე მატჩი და მოუნხენის "ბაიერნი" ელოდება. ესპანელს კი შანსი აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეექვსედ მოიგოს.