• 04-05-2024
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “რენის” წინააღმდეგ
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “რენის” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, “მეცმა” საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრაში შინ “რენი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

    სამწუხაროდ, შეხვედრის ბოლო წუთებში ქართველმა ფეხბურთელმა საკამათო წითელი ბარათი მიიღო.

    მიუხედავად ამისა, Sofascore-ს ვერსიით მიქაუტაძემ 7.9 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

    ცნობისთვის, გიორგის ანგარიშზე ლიგა 1-ში 18 ჩატარებულ მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები