• 04-05-2024
    “მეფე ბრძოლის ველზე გამოგვტაცეს” - როგორ ეხმაურებიან მეცის ქომაგები მიქაუტაძის მატჩს
    “მეფე ბრძოლის ველზე გამოგვტაცეს” - როგორ ეხმაურებიან მეცის ქომაგები მიქაუტაძის მატჩს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ “რენის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

    სამწუხაროდ, შეხვედრის მიწურულს მიქაუტაძე საეჭვო ეპიზოდში მოედნიდან გააძევეს.

    “მეცის” გილშემატკივრები მიქაუტაძის პერფორმანსს ეხმაურებიან:

    ბრძოლის ველზე მეფე გაიტაცეს. სტრასბურგთან ძალიან დაგვაკლდები.

    უსამართლო წითელო ბარათი იყო, მსაჯზე კომენტარს არ გავაკეთებ.

    მსაჯს მგონი ნამუსიც აღარ შერჩა, მეფე ჟორჟი უსაფუძვლოდ გააგდო.

    სამარცხვინოები ხართ. ლოცვები უნდა გავაძლიეროთ, რომ სტრასბურგს მიქაუტაძის გარეშე მოვუგოთ.

    მიქაუტაძეს კვლავ გააქვს, მხოლოდ ასე თუ შეაჩერებდნენ ჩვენს მეფეს.

    მართალი წავაგეთ, მაგრამ მიქაუტაძის წითელი ამ მარცხზე დასანანი იყო, მგონი მსაჯი ვიღაცამ მოისყიდა.

    კიდევ ერთი გოლი, როგორი დასანანია, რომ სტრასბურგთან დაგვაკლდები.

    მეფე ჟორჟ, გამაგრდი. სტრასბურგთან თამაში მიქაუტაძის გამო უნდა მოვიგოთ.

    Facebook კომენტარები