• 05-05-2024
    გია გურულის რეკორდი გაიმეორა! - მიქაუტაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
    გია გურულის რეკორდი გაიმეორა! - მიქაუტაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრაში “მეცმა” შინ “რენი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

    “მეცის” ქართველმა თავდამსხმელმა აღნიშნულ შეხვედრაში გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა მიითვალა და წითელი ბარათიც მიიღო.

    გარდა ამ სტატისტიკური მაჩვენებლებისა, აღნიშნული მატჩში გატანილი გოლით გიორგი მიქაუტაძემ ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა.

    მიქაუტაძემ გია გურულის რეკორდი გაიმეორა, რომელმაც “ლე ავრის” მაისურით ლიგა 1-ში 12 გოლის გატანა შეძლო.

    რა თქმა უნდა, მიქაუტაძემ ზემოხსენებული მაჩვენებლის დაფიქსირება გაცილებით ნაკლებ მატჩში შეძლო.

    ცნობისთვის, მიქაუტაძეს გურულის რეკორდის მოხსნის საშუალება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში პსჟ-ს წინააღმდეგ შეეძლება.

    Facebook კომენტარები