• 05-05-2024
    “არ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო”. - ლასლო ბოლონი მიქაუტაძის გაძევებას ეხმაურება
    “არ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო”. - ლასლო ბოლონი მიქაუტაძის გაძევებას ეხმაურება

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრაში “მეცმა” შინ “რენი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

    აღნიშნულ შეხვედრაში “მეცის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავდროულად, 23 წლის ქართველმა თაცდამსხმელმა შეხვედრის მიწურულს საკამათო წითელი ბარათი მიიღო.

    “მეცის” მთავარი მწვრთნელი, ლასლო ბოლონი გიორგის გაძევებას გამოეხმაურა:

    “და შემდეგ იყო მიქაუტაძის გაძევება. არ ვიცი ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო. კომენტარის გარეშე. მზად ვარ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ავიღებ ბილეთს დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე და მართლებიც იქნებიან, რადგან ზოგიერთი ბრძენი ხომ უფრო ბრძენია”. - განაცხადა ბოლონიმ.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები