• 05-05-2024
    რენატო სანჩესი პსჟ-ში ბრუნდება!
    რენატო სანჩესი პსჟ-ში ბრუნდება!

    როგორც მოგეხსენებათ, 26 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი, რენატო სანჩესი “რომას” შემადგენლობაში იჯარის წესით ასპარეზობდა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომა” რენატო სანჩესს 18 მილიონ ევროდ არ გამოისყიდის.

    შედეგად, სეზონის ბოლოს პორტუგალიელი ნახევარმცველი პსჟ-ს დაუბრუნდება.

    ცნობისთვის, სანჩესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები