• 05-05-2024
    გაირკვა! - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზეს" წინააღმდეგ
    გაირკვა! - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზეს" წინააღმდეგ

    სერია ა-ს 35-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრება. 

    ნეაპოლელებისისთვის ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ ისინი დამარცხდებიან მათი ევროპულ ტურნირზე თეორიული გასვლის შანსები კიდევ უფრო მცირდება. 

    თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე მედიაში ხვიჩას ტრავმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილია, კვარას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. 

    ქართველის თამაშთან დაკავშირებით ეჭვები არსებობდა, თუმცა ახლა დანამდვილებით დადასტურდა, რომ ხვიჩა ამ მატჩში "პარტენოპეის" ვერ დაეხმარება.

    კვარა "ნაპოლის" სამატჩო განაცხადში არ არის შეყვანილი, რაც მის თამაშს ავტომატურად გამორიცხავს. 

    განაცხადი ასე გამოიყურება:

    Facebook კომენტარები