• 05-05-2024
    სალაჰის მორიგი რეკორდი პრემიერ ლიგაში!
    სალაჰის მორიგი რეკორდი პრემიერ ლიგაში!

    პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, "ტოტენჰემთან" გამართულ 6 გოლიან თრილერში, მუჰამედ სალაჰმა თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა, რითაც ლიგის ერთ-ერთი წარმოუდგენელი რეკორდიც დაამყარა. 

    ეგვიპტელი გოლითა და ასისტით, რომელიც ბოლო ტურში შეასრულა, ისტორიაში ჩაიწერა, როგორც პირველი ფეხბურთელი ლიგის ისტორიაში, ვინც 10+ გოლი და 10+ ასისტი ზედიზედ 3 გათამაშებაში დააფიქსირა. 

    ასევე სალაჰმა მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდის, უეინ რუნის რეკორდი გაიმეორა, მინიმუნ 10 გოლისა და ასისტის 5 სხვადასხვა სეზონში შესრულებით. 

    შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით "წითლებმა" ჯამში 78 ქულა მოაგროვეს და ცხრილში მინიმუმ მესამე ადგილი ოფიციალურად გაიფორმეს. რაც შეეხება სალაჰს, მას მიმდინარე სეზონში 30 ჩატარებულ მატჩში 18 გოლი და 10 ასისტი დაუგროვდა.

    Facebook კომენტარები