• 05-05-2024
    დე ლაურენტისმა შეთანხმებას მიაღწია - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ცნობილ სულ მალე გახდება
    დე ლაურენტისმა შეთანხმებას მიაღწია - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ცნობილ სულ მალე გახდება

    როგორც ცნობილია, სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

    გასული დღეების განამვლობაში, მედიაში დაიწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისს თავისი გუნდის ახალ თავკაცად ანტონიო კონტე სურდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

    პრესაში ასევე, "მილანის" ამჟამინდელი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის ნეაპოლურ კლუბში დანიშვნის შესახებ გავრცელდა ცნობები.

    "Radio Kiss Kiss Napoli"იუწყება, რომ დე ლაურენტისმა ერთ-ერთ სპეციალისტთან შეთანხმებას მიაღწია, კლუბში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელის ვინაობა უკვე იციან.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" ახალი თავკაცი ფართო მასისთის ცობილი 29 მაისს გახდება.

    კლუბის პრეზიდენტი ახალ მთავარ მწვრთნელს თავად წარადგენს.

    Facebook კომენტარები