• 05-05-2024
    "პირლოა, ჩავი თუ ინიესტა!?" - როგორ ეხმაურებიან შტურმის ფანები კიტეს დაუჯერებელ თამაშს და საჩემპიონო შანსებს
    "პირლოა, ჩავი თუ ინიესტა!?" - როგორ ეხმაურებიან შტურმის ფანები კიტეს დაუჯერებელ თამაშს და საჩემპიონო შანსებს

    ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში გრაცის "შტურმმა" "ჰარტბერგთან" ფრე 1:1 ითამაშა.

    "შტურმის" მხირდან თავი საქართველოს ნაკრების ხერხემალმა, ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა.

    ქართველმა 10 კაციან გუნდს ქულა გადაურჩინა და ჩემპიონობის შანსები გაუზარდა.

    ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, კიტეს გუნდი კი უახლოეს მდევარ "სალზბურგს" 4 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში გამარჯვება "შტურმს" ნანატრ ტიტულს მოუტანს.

    გრაცელი ფანები ქართველის მაგარ მატჩს ეხმაურება"

    "პირლოა, ჩავი თუ ინიესტა!? ის საოცრებებს ჩადის"

    "შესაძლოა ამ გოლით კიტემ ნანატი თასი მოგვიტანა! მადლობა ქართველო!"

    "მოედანზე ხატავს, ის "შტურმის" ლიდერია"

    "გთხოვ ზაფხულში არ წახვიდე, ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა"

    "ის ტოპ კლასის ათი ნომერია, მას მოედანზე ყველაფერი შეუძლია, ჩვენთვის ის ინიესტაა"

    "ქართველი მაესტრო, შენ ტიტული მოგვაგებინე"

    "დამსახურებლი შნიცელი კიტეს! დიდი მადლობა"

    Facebook კომენტარები