• 05-05-2024
    "ატლეტიკოში" გადადის? - მამარდასთან დაკავშირებით მეგა ინფორმაცია ხდება ცნობილი
    "ატლეტიკოში" გადადის? - მამარდასთან დაკავშირებით მეგა ინფორმაცია ხდება ცნობილი

    ბოლო პერიოდში ესპანურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერი შესახებ ბევრი იწერება.

    როგორც "Diarioas" წერს, "ვალენსიას" ქართველი კარის დარაჯით განსაკუთრებით მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდება.

    "მადრიდის „ატლეტიკო“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს „ვალენსიიდან“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის შეძენითაა დაინტერესებული. „ატლეტიკო“ 23 წლის ქართველ მეკარეს სლოვენიის ნაკრების კარის დარაჯის, იან ობლაკის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს"

    "მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა, მაგრამ „ვალენსია“ დაახლოებით 25 მილიონ ევროს ითხოვს. გუნდს ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება და ერთ-ერთი პირველი, ვინც გუნდს დატოვებს, შეიძლება მამარდაშვილი იყოს, რომელიც „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს", - წერს გამოცემა.

    ასე და ამგვარად, გიორგის ვარიანტით "როხიბლანკო" მოხიბლულია და თუ ობლაკი კლუბს დატოვებს, მადრიდელები ქართველის ყიდვას აუცილებლად ეცდებიან.

    Facebook კომენტარები