• 06-05-2024
    ემანუელ მაკრონი: "გასულ კვირას მბაპეს მამას შევხვდი და ეს კითხვა დავუსვი..."
    ემანუელ მაკრონი: "გასულ კვირას მბაპეს მამას შევხვდი და ეს კითხვა დავუსვი..."

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ ცდილობს კიდევ ერთხელ დაარწმუნოს კილიან მბაპე, რომ პარიზში დარჩეს. ამჯერად საუბარია დედაქალაქში დაგეგმილ ოლიმპიადაზე.

    "მე იმედი მაქვს, რომ ყველა ევროპული კლუბი საშუალებას მისცემს თავიანთ ფეხბურთელებს, იასპარეზონ ელიმპიადაზე, როგორც ეს ფრანგულმა გუნდებმა გააკეთეს." განაცხადა მაკრონმა La Tribune Dimanche- სთან ინტერვიუში.

    "მე გასულ კვირას კილიანის მამას შევხვდი და კითხვა დავუსვი, რაზეც მიპასუხა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ნამდვილად სურდათ."

    მთავარი მიზეზი, რატომაც საფრანგეთის პრეზიდენტს არ სურს, რომ მბაპემ "პსჟ" დატოვის ისაა, რომ ის ფიქრობს მადრიდის "რეალი" ფრანგ შემტევს ზაფხულში ოლიმპიადაზე თამაშის უფლებას არ მისცემს, გამომდინარე მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისა.

    ცნობისთვის, მბაპემ დაადასტურა, რომ 2022 წელს სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, ვინც ის "პსჟ-ში" დარჩენაში დაარწმუნა, როდესაც მადრიდში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო.

    ცნობილია, რომ მადრიდის "რეალი" მბაპეს დამატებას და დახვედრის ცერემონიის ჩატარებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს. მანამდე კი კილიანს დიდი მისიაა აქვს, რაც ნანატრი ჩემპიონთა ლიგის პარიზელებთან ერთად მოგებას გულისხმობს, ამისათვის კი მათ "დორტმუნდის ბორუსიას" ნახევარფინალში დამარცხება მოუწევთ.

    Facebook კომენტარები