• 06-05-2024
    "ჩელსიმ" "შახტარის" ტალანტს დაუმიზნა
    "ჩელსიმ" "შახტარის" ტალანტს დაუმიზნა

    ლონდონის "ჩელსიმ" მოლაპარაკებები დაიწყო დონეცკის "შახტარის" 21 წლის უკრაინელი შემტევის, გიორგი სუდაკოვის დამატების თაობაზე. უკრაინელებმა დაადასტურეს, რომ ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს დატოვებს. 

    Daily Mail-ის ცნობით, "არისტოკრატები" 75 მილიონ ევროდ შეფასებული მოთამაშის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ  და ტრანსფერის საკითხები მიმოიხილეს. 

    ცნობილია, რომ "შახტარის" პრეზიდენტი, სერგეი პალკინი "სტემფორდ ბრიჯზე" ჩელსისა" და "ევერტონის" მატჩს დაესწრო, სადაც ლურჯებმა მეტოქე 6-0 გაანადგურეს. მატჩის შემდეგ პალკინმა მიანიშნა, რომ სუდაკოვის მიმართ ინტერესი მრავალმა ევროპულმა გრანდმა გამოიჩინა, მათ შორის ნახსენები იყვნენ "ლივერპული" და "არსენალი". 

    21 წლის სუპერტალანტის დამატებისთცის "ჩელსის" დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს, ფაქტი ისაა, რომ სუდაკოვი ზაფხულში კლუბს აუცილებლად დატოვებს, თანაც ამისთვის "შახტარი" საკმაოდ სოლიდურ თანხას აიღებს.

    Facebook კომენტარები