• 07-05-2024
    შანსი მიქაუტაძეს! - მთავარმა მსაჯმა შეცდომა აღიარა
    შანსი მიქაუტაძეს! - მთავარმა მსაჯმა შეცდომა აღიარა

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის შეხვედრაში “მეცმა” შინ “რენი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

    მიქაუტაძემ “რენის” წინააღმდეგ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ასევე, აღნიშნულ შეხვედრაში გიორგიმ საკამათო ეპიზოდში მიიღო წითელო ბარათი.

    შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, რუდი ბუქეტმა თავისი შეცდომა აღიარა და გადაწყვიტა, რომ სადისციპლინო კომიტეტს თხოვნით მიმართოს.

    კომიტეტის სხდომა 7 მაისს გაიმართება და მიქაუტაძის ბედიც აღნიშნულ შეხვედრაზე გაირკვევა.

    სხდომის მეთაურების ლმობიერების შემთხვევაში გიორგი ლიგა 1-ის 33-ე ტურის შეხვედრაში “სტრასბურგთან” თამაშს შეძლებს.

    Facebook კომენტარები