• 07-05-2024
    გასაოცარი მაჩვენებელი! - მიქაუტაძის მორიგი რეკორდული შედეგი
    გასაოცარი მაჩვენებელი! - მიქაუტაძის მორიგი რეკორდული შედეგი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ ფორმაშია.

    ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ბოლო 5 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

    გავლენიანმა გამოცემა Opta-მ ევროპის 2024 ტოპ 5 ლიგაში გუნდში საგოლე მოქმედებების კუთხით ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობით მიღებული წვლილი განსაზღვრა.

    საგულისხმოა, რომ 2024 წელს ზემოხსენებულ მაჩვენებელში მიქაუტაძე უკონკურენტოა. ქართველ ფეხბურთელს “მეცის” გოლების 72 პროცენტში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც ევროპის ტოპ 5 ლოგაში საუკეთესო მაჩვენებელია. გიორგის ფრანგული გუნდის 18 გოლიდან 13-ში აქვს მონაწილეობა მიღებული.

    ცნობისთვის, მეორე ადგილს დუვან ზაპატა იკავებს (ტორინო 16-დან 10, 63%). მესამე ადგილზე კი დუშან ვლაჰოვიჩია (იუვენტუსი 20-დან 12 60%).


    Facebook კომენტარები