• 07-05-2024
    რჩეული სამეული! - ხვიჩა კვარაცხელია ჩავი ერნანდესის სიაშია
    რჩეული სამეული! - ხვიჩა კვარაცხელია ჩავი ერნანდესის სიაშია

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას გეგმავს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფერან კორეასის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავი ერნანდესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 3 სამიზნე დაასახელა.

    ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ნიკო უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო) და დანი ოლმო (ლაიპციგი). ესპანელი სპეციალისტი ზემოხსენებული სამი მოთამაშიდან ორის შეძენას მოითხოვს.

    შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი შანსია ზაფხულში კვარაცხელია “ბარსელონაში” ვიხილოთ.

    ცნობისთვის, ხვიჩას “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები