• 07-05-2024
    კიდევ ერთი აღიარება! - გიორგი მიქაუტაძე თვის საუკეთესო გუნდში მოხვდა
    კიდევ ერთი აღიარება! - გიორგი მიქაუტაძე თვის საუკეთესო გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია.

    ქართველი ფეხბურთელი Whoscored-ის ვერსიით ლიგა 1-ის აპრილის თვის საუკეთესო გუნდი მოხვდა.

    მიქაუტაძემ გამოცემისგან 7.9 შეფასება დაიმსახურა, რაც ფენომენალური მაჩვენებელი გახლავთ.

    ცნობისთვის, 23 წლის გიორგი მიქაუტაძემ აპრილში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა მოთამაშე წარმატებულ სვლას მაისშიც განაგრძობს, გიორგიმ მიმდინარე თვეს “რენის” კარიც დალაშქრა.

    Facebook კომენტარები