15-03-2023

[/xfgiven_playerads]
VIDEO: ტურის ტოპ 5 საუკეთსო გოლი, რომელ ადგილზეა კვარას შედევრი

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლი" ბერგამოს "ატალანტას" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ამ მატჩში "პარტენოპეის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოდ დასახელდა.
ქართველისთვის ეს გოლი სეზონში მე-13 იყო და მას ყველა ტურნირზე უკვე 26 გოლს + საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ცნობისთვის, კვარაცხელიას გოლი კვირის საუკეთესოდ მიმდინარე სეზონში მეორედ დასახელდა. აქამდე სერია ა-ს მე-2 ტურში ქართველი ფეხბურთელის მიერ "მონცას" კარში გატანილი გოლი გახდა საუკეთესო.
რაც შეეხება "ნაპოლის", 26 ტურის შემდეგ ნეაპოლელები სერია ა-ს 68 ქულით ლიდერობენ და ნანატრ სკუდეტოს სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან.
ტეგები:
Facebook კომენტარები