• 07-05-2024
    მითითება სამედიცინო შტაბს! - როგორია ხვიჩა კვარაცხელიას  მდგომარეობა
    მითითება სამედიცინო შტაბს! - როგორია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართცელოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს 35-ე ტურის შეხვედრა “უდინეზეს” წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვა.

    ხვიჩას დაზიანება მარცხენა ბარძაყის არეში აწუხებდა. კვარაცხელია ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.

    ნაპოლის უფროსობას სურს, რომ ხვიჩა შაბათისთვის ჯანმრთელი იყოს. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობა სამედიცინო შტაბს სთხოვს, რომ კვარაცხელიას ჯანმრთელობა არ გარისკოს, ვინაიდან ქართველ ფეხბურთელს კარიერიაში პირველად აქვს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშო.

    “ნაპოლი” სერია ა-ს 36-ე ტურის შეხვედრაში “ბოლონიას” უმასპინძლებს. კვარაცხელიას თამაშის საკითხს კი სამედიცინო შტაბი უახლოეს მომავალში განსაზღვრავს.

    Facebook კომენტარები