• 07-05-2024
    კიელინი რონალდუზე: "მას მსოფლიოს შეძვრა სურდა"
    კიელინი რონალდუზე: "მას მსოფლიოს შეძვრა სურდა"

    სულ ცოტა ხნის წინ, ჯორჯო კიელინიმ "BSMT" პოდკასტზე მიცემულ ინტერვიუში  კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ტურინის "იუვენტუსში" გატარებული დრო  გაიხსენა.

    იტალიელმა განაცხადა: "მისმა ხასიათმა რთულ მომენტებში, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველივე წელს მას მსოფლიოს შეძვრა და იმის დამტკიცება სურდა, რომ მთელს მადრიდის "რეალზე" ძლიერი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიმართლა გუნდში მრავალი ტრავმირებულის გამო და "აიაქსთან" დავმარცხდით. ფინალში რომ გავსულიყავით, მასთან ერთად აუცილებლად მოვიგებდით."

    გარდა ამისა, კიელინი კრიშტიანუს ასაკსაც შეეხო: "ბოლო წლებში მისი სათამაშო დონე ცოტათი დაეცა, მას უკვე აღარ შეეძლო თამაშების მარტოს მოგება, ვინაიდან ასაკი ცოტა არიყოს და წამოეწია, თუმცა მისი ხასიათი არასდროს აძლევდა საშუალებას დანებებულიყო. ეს მოტივაცია გუნდზეც ავტომატურად გადმოდიოდა."

    შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "ბებერ ქალბატონთან" ერთად 2 სერია ა, იტალიის თასი და იტალიის სუპერ თასი მოიგო. მან "იუვეს" მაისურით ჩატარებულ 134 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან, რონალდუ გახლავთ პირველი ფეხბურთელი, ვინც სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ლა ლიგაში, პრემიერ ლიგასა და სერია ა-ში მოიგო.

    Facebook კომენტარები