• 07-05-2024
    სუპერკომპიუტერმა გაგვწირა - რამდენი ქულით დაასრულებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს
    სუპერკომპიუტერმა გაგვწირა - რამდენი ქულით დაასრულებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს

    უდიდესი საფეხბურთო ფორუმი სულ უფრო და უფრო ახლოვდება. ევროპის ჩემპიონატი სტარტს დაახლოებით 1 თვეში აიღებს.

    26 მარტს მიღწეული უდიდესი წარმატების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ამ ტურნირს უდიდესი მოლოდინებით ელის.

    საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე წარდგება, სადაც F ჯგუფში იასპარეზებს.

    აღსანიშნვია, რომ სუპერკომპიუტერმა ამ ჯგუფზე თავისი პროგნოზი გააკეთა.

    მისი ვარაუდით, ჯგუფიდან, სადაც ასევე პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იმყოფებიან, ჩვენი ნაკრები ვერ გავა.

    პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ნაკრები 0 ქულას აიღებს და ამავდროულად 9 გოლს გაუშვებს.

    აქვე გეტყვით, რომ ჩვენს გუნდს მატჩები 18, 22 და 26 ივნისს ელის.

    Facebook კომენტარები