• 08-05-2024
    გრანდების სამიზნეა! - კვარაცხელიას სერიოზული მსურველები ჰყავს
    გრანდების სამიზნეა! - კვარაცხელიას სერიოზული მსურველები ჰყავს

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად იქცა. ქართველი გარემარბის შეძენით მსოფლიოს წამყვანი გუნდები ინტერესდებიან.

    Corriere Dello Sport-მა ხვიჩას შესახებ საინტერესო ინფორმაცია შემოგვთავაზა:

    “დღესდღეისობით პსჟ ერთადერთი გუნდია, რომელსაც დე ლაურენტისისთვის დამაკმაყოფილებელი რესურსის გაღება შეუძლია. არსებობს რეალის ინტერესიც. კარლო ანჩელოტის არაერთხელ უთქვამს, რომ ქართველი შემტევი მოსწონს, მაგრამ სამეფო კლუბში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, კვარაცხელიას შეძენა კატალონიის “ბარსელონასაც” სურს.

    Facebook კომენტარები