• 08-05-2024
    მარკო როისი: "ჩვენ მიზანს უნდა მივაღწიოთ"
    მარკო როისი: "ჩვენ მიზანს უნდა მივაღწიოთ"

    როგორც მოგეხსენებათ, “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

    გუნდის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მარკო როისმა პსჟ-ს დამარცხების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “ჩვენ უემბლიზე მივდივართ. სიგიჟეააა. სიგიჟეე. ჩვენ დავბრუნდით 10 წლის შემდეგ. 

    ჩვენ მიზანს უნდა მივაღწიოთ, ეს ჩვენი მომენტია, ახლა”. - განაცხადა როისმა.

    ცნობისთვის, მარკო სეზონის ბოლოს გერმანულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

    Facebook კომენტარები