• 08-05-2024
    ტიერი ანრი: "მპაბე "პსჟ-ს" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია"
    ტიერი ანრი: "მპაბე "პსჟ-ს" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია"

    ლეგენდარულმა ფრანგმა შემტევმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და მან კლუბი თავაწეულმა უნდა დატოვოს.

    მას შემდეგ, რაც "პსჟ" "დორტმუნდის ბორუსიასთან" ორი მატჩის ჯამში 2-0 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, კილიან მბაპეს ოცნება, რომ ეს ნანატრი ტიტული პარიზელებთან ერთად მოეგო დასრულდა. 

    ახალი ამბავი არაა, რომ ზაფზულში 25 წლის შემტევის მადრიდის "რეალში" გადაბარგება გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, არსენალისა და საფრანგეთის ლეგენდა ტიერი ანრი მიიჩნევს, რომ მბაპეს მემკვიდრეობა "პსჟ-ში" ფასდაუდებელია.

    CBS Sport-თან საუბრისას მან თქვა: "ყველამ ვიცით, რომ კილიანი გუნდიდან მიდის. შენ (მიმართავს მბაპეს) შეგიძლია კლუბი თავაწეულმა დატოვო. შეუძლებელია ყველგან ყველაფრის მოგება, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის. დიდი კაცის მთელი პარიზული კარიერა ფენომენალური იყო და მე არ ვაპირებ მის განსჯას ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების გამო."
     

    Facebook კომენტარები