• 08-05-2024
    კეინი მუსიალაზე: "მე მისი გადარწმუნება შემეძლო"
    კეინი მუსიალაზე: "მე მისი გადარწმუნება შემეძლო"

    მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ მას შეეძლო დაერწმუნებინა ჯამალ მუსიალა გერმანიის ნაცვლად ინგლისის სახელით ეთამაშა.

    როგორც ცნობილია, მიუნხენის "ბაიერნის" სუპერტალანტი შტუტგარტშია დაბადებული, თუმცა ის 16 წლამდე ლონდონში იზრდებოდა, სანამ "რეკორდმაისტერს" შეუერთდებოდა. ჰარი კეინმა ITV Football-თან ინტერვიუში ხუმრობით განაცხადა, რომ მას შეეძლო დაერწმუნებინა მუსიალა ინგლისის ნაკრების არჩევაში, მას ცოტათი ადრე რომ შეხვედროდა.

    ინგლისელმა თქვა: " ის შესანუშნავი ფეხბურთელია. ჯამალს ამის შესახებ ვეხუმრები ხოლმე. ცხადია მას ინგლისის არჩევა თავისუფლად შეეძლო, თუმცა მე რომ აქ რამდენიმე წლის წინ ვყოფილიყავი, შემეძლო მისთვის ხელი გადამეხვია და ჩვენთან (ინგლისის ნაკრებში) მომეყვანა."

    შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი transfermarkt-ის მონაცემებით 110 მილიონ ევროს შეადგენს. 

    Facebook კომენტარები